суббота, 26 марта 2016 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

ვფიქრობ რომ, დღევანდღელი დღე ძალიან საინტერესო იყო. ვისწავლეთ გამოკითხვის ელექტრონული ფორმების შექმნა. მოვისმინეთ და შევაფასეთ კოლეგების პრეზენტაციები. პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ ბოლოგზე.
ზოგადად ინტელის ტრენინგი იყო საინტერესო და ბევრის მომცემი. ტრენინგზე ნასწავლს აქტიურად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. ბოლოს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ტრენერს ნინო კაჟაშვილს, საუკეთესო ტრენინგისათვის.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

გამოკითხვა

გამოკითხვის სანახავად გადადი ბმულზე

суббота, 19 марта 2016 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე იყო საკმაოდ საინტერესო.ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე. მოსწავლის დასახმარებლად შევქმენით სლაიდშოუს შაბლონი. ვიმუშავეთ ბლოგზე. ვისწავლეთ გაჯეტების დამატება და დავამატეთ სხვადასხვა შინაარსის გაჯეტი.

понедельник, 14 марта 2016 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდღელი დღეს შევქმენით მოსწავლეზე ორიეტირებული შეფასების რუბრიკა.გამოვაქვეყნეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი. გადმოვწერეთ ვიდეოები, ვიმუშავეთ ბლოგზე. ვისწავლეთ სლაიდების  გამოქვეყნება დრაივის მეშვეობით.

მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი

суббота, 12 марта 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ რომ დღევანდღელი სესია ერთერთი მთავარია პროექტის გაკეთების პროცესში. ჩვენ დღეს დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი. დავიწეთ სლაიდშიუს აწყობა. მოვიძიეთ თემატური სურათები გადმოვწერეთ და ჩავსით სლაიდშოუში. ასევე სლაიდშოუში ჩავწერეთ ტექსტები.

понедельник, 7 марта 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ, რომ დღეს ნაყოფიერად ვიმუშავეთ. შემდგომში შეფასების ხუთივე სტრატეგიას აქტიურად გამოვიყენებ პროექტზე მუშაობისას. განვიხილეთ შეფასების გეგმა.ვიმუშავეთ ბლოგისდიაზეინზე.შევქენით შეფასების ინსტრუმენტები. 

суббота, 5 марта 2016 г.

მესამე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ რომ დღევანდღელი  სესია მნიშვნელონანია პროექტის განსახორციელებლად. საინტერესო იყო მიზნებისა და მიმართულებების ჩამოყალიბება. ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო საკითხებზე. გავეცანით "გოოგლდრაივის" მუშაობის პრინციპს. ვისწავლეთ დოკუმენტების ატვირთვა. სამუშაო რეჟიმში გადაყვანა და გაზიარება. გავმიჯნეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

понедельник, 29 февраля 2016 г.

მეორე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ პროექტის გაკეთებისთვის საჭიროა ვიცოდე ბუკლეტის გაკეთება  და wordi-ს ფაილში მუშაობა.